რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: ლისიჩანსკიდან გასვლა რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი გაიდაის თქმით, ლისიჩანსკიდან გასვლა რთული აღმოჩნდა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო.

"გასაგებია, რომ ძალიან მტკივნეულია, ძალიან რთულია, მაგრამ ახლა ბიჭები ცოცხლები არიან, ტექნიკა ხელუხლებელია, ყველას შეუძლია რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება". - აღნიშნა გაიდაიმ.

გაიდაის ცნობით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისთვის წარმოუდგენელი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა განალაგეს. ამასთან, ის ამბობს, რომ უკრაინელი დამცველები ბრძოლას გააგრძელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უპირატესობის გათვალისწინებით, ქალაქის გამაგრება უკრაინის ჯარებს მხოლოდ და მხოლოდ ფატალურ შედეგებამდე მიიყვანს. 

უკრაინის ჯარმა უკან დაიხია და ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. ქალაქი ბოლო სტრატეგიული პუნქტი იყო, რომელიც რუსეთს აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებაში ხელს უშლიდა. 

კომენტარები