რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ლისიჩანსკს ტოვებენ

უკრაინის ჯარმა უკან დაიხია და ქალაქი ლისიჩანსკი დატოვა. ქალაქი ბოლო სტრატეგიული პუნქტი იყო, რომელიც რუსეთს აღმოსავლეთ ლუგანსკის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებაში ხელს უშლიდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის უპირატესობის გათვალისწინებით, ქალაქის გამაგრება უკრაინის ჯარებს მხოლოდ და მხოლოდ ფატალურ შედეგებამდე მიიყვანს. 

"უკრაინელი დამცველების სიცოცხლის გადასარჩენად, მივიღეთ გადაწყვეტილება უკან დახევის შესახებ.

სამწუხაროდ, მტკიცე ნება და პატრიოტიზმი წარმატებისთვის საკმარისი არ არის - საჭიროა მატერიალური და ტექნიკური რესურსები". - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები