ინდოეთი

ინდოეთში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მანიპურის შტატში მეწყერს, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა, სარკინიგზო მშენებლობისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ტერიტორია მოიყოლა, შესაბამისად, დაღუპულთა უდიდესი ნაწილი მუშები არიან.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამაშველო და სამძებრო სამუშაოებს ხელს ძლიერი წვიმები და ახალი მეწყერები უშლის ხელს. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ამ დრომდე 18 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ბოლო კვირებში, სეზონურმა წვიმებმა და მუსონებმა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში არაერთი წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარლდა ასამის შტატი, სადაც გასულ თვეში, წყალდიდობასა და მეწყერს 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა, მილიონობით ადამიანს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია.

კომენტარები