თავდასხმა ვატო წერეთელზე

ბოლქვაძე: ანრის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უბინძურეს პროვოკაციას შეეძლო, მხარდაჭერა მას

ჩვენი მხარდაჭერა ანრის. ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი. ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას.

წერს Facebook-ზე ელისო ბოლქვაძე. TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთელის თქმით, მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატი აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე თავს დაესხა. მან ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი დაასახელა. ვატო წერეთელმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართა და ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროება სთხოვა.  აშშ-ს საელჩოს განცხადებით, მათთვის ცნობილია დაპირისპირების შესახებ და ინფორმაციას სწავლობენ. თავად ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი TV პირველის დამფუძნებელს "უბინძურეს პროვოკაციაში" ადანაშაულებს.

კომენტარები