ვატო წერეთელი

სარჯველაძე წერეთელზე თავდასხმაზე: პროვოკაციებს ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ბუნებრივია

მე უშუალოდ არ შევსწრებივარ ამას, მაგრამ გაკეთდა კომენტარები და აიხსნა, რომ იქ ადგილი ჰქონდა რაღაც ისეთ პროვოკაციას, რომლის სიტყვებსაც მე ნამდვილად ვერ გავიმეორებ. შეიძლება ამ დროს ადამიანმა ვერ მოითმინოს და მოხდეს კონფლიქტი. როგორც ჩანს, ამასთან გვქონდა საქმე. ცუდია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ინციდენტია, მაგრამ რთულია როცა საქმე გვაქვს ასეთი ტიპის პროვოკაციებთან და შემდეგ ბუნებრივია, რომ ამას ცუდი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, ადამიანური ფაქტორია ეს, ბუნებრივია.

ძალადობაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ კარგია, ზოგადად თავშეკავება ჯობია, არის ხოლმე, როცა შეიძლება ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი. თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გალახა, ამას რასაკვირველია უბრალოდ არც დაიჯერებს არავინ...

ნუ წარმოვაჩენთ, რომ მივარდნენ ადამიანები მეორეს და იძალადეს მასზე, რა აპროვოცირებს ეს უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სასიამოვნო საყურებელი, სასიამოვნო ამბავი, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტი, რაც მოხდა დანარჩენი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, ეს არის და ეს. 

პალიტრანიუსის ეთერში ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე. TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთლის ცნობით,  მას აშშ-ს საელჩოს ღონისძიებაზე ქართული ოცნების დეპუტატები დაესხნენ თავს. 

კომენტარები