ევროპული საქართველო

ბოკერია: დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს ამოცანა, რაც ივანიშვილის რეჟიმის მოშორებას ნიშნავს

არანაირი ყურადღება დეტალებს ამ ბოდვის, უსინდისო პროპაგანდის, ამ პოლიტიკური არარაობების - ივანიშვილის ან ღარიბაშვილის გარემოცვისა, არ უნდა მივაქციოთ. მთავარია, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გავაცნობიეროთ, რომ სანამ ეს რეჟიმი გვყავს ჩვენ თავისუფალი დაცული ქვეყანა ვერ გავხდებით - ნატოს, ევროკავშირის წევრი. ჩვენი ამოცანაა, მოთმინებით, ნებისყოფით, მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ეს რეჟიმი, რომ ივანიშვილმა დათმოს ძალაუფლება. ესაა დეოლიგარქიზაცია - ივანიშვილის და მისი გუნდის გაგდება ძალაუფლებიდან მშვიდობიანად, ეს უნდა იყოს ამოცანა.

ყველაფერი დანარჩენი, რაც ან ბუნდოვანებას შეუწყობს ხელს ან რამე ილუზიას, რომ მათთან საუბრით შედეგის დადგომაა შესაძლებელი, არის ქვეყნისთვის საზიანო. მათთან, როგორც რეჟიმთან მოლაპარაკებები, მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, როდესაც ზღვარზე იქნებიან ანუ თითქმის შეგუებულები როცა იქნებიან ძალაუფლების დათმობას. მერე გახდება საჭირო საუბარი, როგორ უნდა წავიდნენ ქვეყნის დაუზიანებლად, ოღონდ ამაზე დროზე ადრე საუბარი, რაღაც ილუზიების შექმნა ამ რეჟიმის პირობებში ქვეყნის ტრანსფორმაციაზე ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც დღეს, 27 ივნისს თქვა, რომ ოცნებამ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის - თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა.

კომენტარები