რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ევროვიზია 2023 უკრაინაში არ ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკრაინაში არ ჩატარდება. 

"EBU-ს კარგად ესმის საზოგადოების იმედგაცრუება, რომელიც გამოწვეულია ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უარი ეთქვათ უკრაინაზე კონკურსის მასპინძლობაზე. EBU-სთვის პირველი პრიორიტეტი იყო და არის ყველა იმ პირის უსაფრთხოება, ვინც მუშაობს და მონაწილეობს ღონისძიებაში, რომლის დაგეგმვა ახლავე უნდა დაიწყოს კონკურსის მასპინძელ ქვეყანაში. 

ევროვიზია 2023-ზე სამუშაოდ მინიმუმ 10 ათასი ადამიანი იყო აკრედიტირებული, მათ შორის გადამღები ჯგუფი, თანამშრომლები, ჟურნალისტები და ა.შ. ღონისძიებაზე ასევე მოელიან 30 000-მდე გულშემატკივარს მთელი მსოფლიოდან და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი საზრუნავია".- აღნიშნულია განცხადებაში. 

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania. 17 მაისს Kalush Orchestra-მ უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნე დაანონსა. ამის შესახებ ჯგუფმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

30 მაისს ჯგუფმა მოპოვებული ჯილდო უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე, $900 000-ად გაყიდა. 

კომენტარები