საქართველო-უკრაინა

მაჭარაშვილი: ბატონ არახამიას ეწყინა, ეტკინა ის სიმართლე, რომელიც პრემიერმა თქვა

ის, რომ ბატონი არახამია გუშინვე გამოვიდა და თავის მართლების რეჟიმში ჩადგა, ეს ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ ეწყინა, ეტკინა, როგორც ჩანს, ის, რა სიმართლეც თქვა პრემიერმა. 

[...] არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება ყველაფერი გაკეთებული. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი. საქართველოს პარლამენტში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ არახამიამ საპასუხო ვიდეო ჩაწერა, რომელშიც ხალხს მოუწოდებს, რომ არ მიაქციონ ყურადღება "საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფეიქებს, ამ შემთხვევაში პრემიერმინისტრს, რომელიც ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით".

კომენტარები