სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ამ 6 თვეში ვეტოს დავადებ არასწორი მიმართულებით მიღებულ ყველა კანონს

დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას, ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას.  ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს  იქნება ყოველივე კანონზე, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს და ავხსნი, რატომ ვადებ ვეტოს. ეს არის პოლიტიკური ვეტო უფრო, ვიდრე სამართლებრივი. 

არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელი.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 

კომენტარები