საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: ქართველმა საზოგადოებამ უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი

20 ივნისის პროტესტმა უბრალოდ გავრილოვი კი არ გააძევა ქვეყნიდან, არამედ დააფიქსირა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ საზოგადოება არ შეეგუება იმას, რომ ჩვენ ხელიდან გავუშვათ ისტორიული შანსი და ვერ დავბრუნდეთ თავისუფალ ერთა ოჯახში, არ ვიყოთ თავისუფალი და ღირსეული და დაცული ქვეყანა და კვლავ შევეგუოთ პუტინის რუსეთის ბატონობას ჩვენზე, რომელიც მრავალი თაობის ცხოვრებას ჩვენს შემდეგ ჯოჯოხეთად აქცევს. სამწუხაროდ, 3 წლის თავზე, ის საფრთხე, რომელიც მაშინ, ამ პოზიციამ, დროებით მაინც გაანეიტრალა, ახლა არათუ გამქრალი არ არის, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და არამხოლოდ დღევანდელი დღე, მთელი ეს ისტორიული მონაკვეთი, როდესაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი - თავისუფლების არჩევანი, ღირსეულ და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების არჩევანი.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. რუსთაველის გამზირზე აქცია "შინ ევროპისკენ" დაიწყო. 

კომენტარები