ლარის კურსი

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – 17 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.19 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.33 თეთრით გაუფასურდა. 17 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9239 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0757 ლარი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისი-1 ივნისის პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 20 თეთრით გაუფასურდა. 

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები