რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი თეთრი და ფუმფულა არაა, არ გვრცხვენია, ვაჩვენოთ როგორებიც ვართ

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს არ რცხვენია აჩვენოს ის, თუ როგორები არიან. 

ამას გარდა, ლავროვის თქმით, რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და მათ "სპეციალური ოპერაცია" დასავლეთის ქმედებების გამო დაიწყეს.

"იცით, ჩვენ არ შევჭრილვართ უკრაინაში. ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური ოპერაცია, როდესაც არ დაგვრჩა არანაირი გზა აგვეხსნა დასავლეთისთვის, რომ უკრაინის NATO-შ შეთრევით დანაშაულებრივ საქმეს სჩადიოდა". – თქვა ლავროვმა.

ლავროვის აზრით, გაერო-ს მაღალჩინოსნები ხშირად დასავლეთის ზეწოლის ქვეშ ექცევიან და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. ასევე, მისი თქმით, რუსეთი უცოდველი არაა და მათ ამისი ჩვენების არ რცხვენიათ.

"რუსეთი არაა თეთრი და ფუმფულა, რუსეთი არის ისეთი, როგორიც არის და ჩვენ არ გვრცხვენია ვაჩვენოთ როგორებიც ვართ". – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვი შეეხო რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობასაც. მისი აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე შეუძლებელია.

"ვფიქრობ, აღარაა დარჩენილი მოქმედების შესაძლებლობა ამ ურთიერთობებში. რადგან ჯონსონიც და ტრასიც საჯაროდ აცხადებენ, რომ "ჩვენ უნდა დავამარცხოთ რუსეთი", "რუსეთი მუხლებზე უნდა დავაყენოთ", მიდით, დააყენეთ". – თქვა ლავროვმა.

კომენტარები