ინფლაცია საქართველოში

ეკონომიკის მინისტრი: წლის მეორე ნახევარში ველოდებით ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას

წლის მეორე ნახევარში ველოდებით დასტაბილურებას და ინფლაციის მნიშვნელოვნად შემცირებას, რადგან [უკრაინაში] ომიდან გამომდინარე პირველი ეფექტი ალბათ გადავლილი იქნება ამ პერიოდში.

მაგრამ ამავე დროს, რეგიონში ასეთი სერიოზული კრიზისის ფონზე გაურკვევლობა არსებობს. ამიტომ ძალიან ზუსტი და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება არის ძალიან რთული და შეიძლება, არ იყოს ზუსტი. მაგრამ ჩვენ ბევრი ფაქტორის მუდმივი ანალიზისა და კონტროლის გამო, ვახერხებთ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკამ ნაკლები ზიანი მიიღოს, ნაკლები იყოს ეს შოკების ეფექტი და რეალურად შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ მნიშვნელოვანი სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც საბოლოოდ არის მთავარი პასუხი იმის, რომ ქვეყანაში შევქმნათ კეთილდღეობა.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმედი LIVE-ის ეთერში. საქართველოში წლიური ინფლაცია 13%-ზე მეტია.

კომენტარები