რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: უკრაინის პრეზიდენტს რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევს

REUTERS/Johanna Geron

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, "ეს არის რეალობა", რომ უკრაინასა და ევროპას რუსეთთან "მოლაპარაკება მოუწევთ". ამის შესახებ მან რუმინეთში, მიჰაილ კოგელნიჩანუს სამხედრო ბაზაზე შეკრებილი ფრანგი სამხედროებისთვის მიმართვის დროს ისაუბრა. 

"კონფლიქტის ერთადერთი სასურველი დასასრული არის ან უკრაინის სამხედრო გამარჯვება, ან მოლაპარაკებები რაღაც ეტაპზე. ჩვენ, ევროპელები მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიქნებით, რაღაც ეტაპზე, ეს მოხდება". – თქვა მაკრონმა. 

მაკრონის თქმით, უკრაინის პრეზიდენტსა და მაღალჩინოსნებს რუსეთთან საუბარი მოუწევთ.

"უკრაინის პრეზიდენტსა და მის ოფიციალურ პირებს რუსეთთან მოლაპარაკება მოუწევთ". – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გასულ დღეებში მაკრონის სიტყვებმა, რომ "რუსეთი არ უნდა დაამცირონ", უკრაინის უკმაყოფილება გამოიწვია.

კომენტარები