რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი მაკრონზე: რას ნიშნავს რუსეთის დამცირება? ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ

ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სიტყვებს გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინელებს არ ამცირებს, მათ კლავს, ამიტომაც არა დამცირებით, არამედ იმავე ინსტრუმენტით უპასუხებენ.

"არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რაზე ვსაუბრობთ, რომელ რუსეთზე? 8 წელზე მეტია ისინი ჩვენს ხალხს კლავენ, რაზე ვსაუბრობთ? ის ნორმანდიული ოთხეულის ერთ-ერთი ლიდერია, კარგად ერკვევა მინსკის დოკუმენტის დეტალებში, ყველა შეთანხმებაში.

არც კი ვფიქრობ, რომ უკრაინას ამცირებენ, რადგან ეს სუსტი პოზიციაა. ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ. ამიტომ, სანაცვლოდ არავის დამცირებას არ ვაპირებთ, იმავე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ". – თქვა ზელენსკიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთი "პუტინის ისტორიული შეცდომის" მიუხედავად, არ დაამციროს.

ომის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთი უკრაინას როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო გზით ეხმარება, თუმცა ამ დრომდე, პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენების მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში არ ჩასულა. მაკრონის თქმით, იგი კიევში ვიზიტს არ გამორიცხავს.

კომენტარები