16 ივნისის აქცია

წულუკიანი აქციაზე: ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე ll თუ არა, ქართლის მეფე უნდა იყო

აქცია რას ემსახურება, მე ვერ გავიგე. 2 დღის განმავლობაში ისეთი დიდი ძალისთვის, ვგულისხმობ პოლიტიკურ რესურსს, ასევე სამეურნეოსა და ინფრასტრუქტურულ რესურსს, რაც ქართულ ოცნებას აქვს, წარმოუდგენელია, აქცია დააორგანიზოს, რასაც აქცია ჰქვია. მაშინ ეს აქცია არ არის და ეს არის ქუდზე კაცი, ხოლო ქუდზე კაცი რომ დაიძახო, ამისთვის ერეკლე მეორე თუ არ უნდა იყო, რანთა და კახთა და კიდევ ქათლის მეფე მაინც უნდა იყო, რომელიღაც წინა ეპოქის ან რაღაც უნდა ხდებოდეს სხვა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ევროპისკენ სწრაფვისთვის გაკეთებული ყველა აქცია, მაგრამ არის დაუგეგმავი, არის კონტრპროდუქტიულია. 

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას. 20 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას მიერ დაგეგმილი აქციის ფონზე, ზურაბიშვილმა 16 ივნისს საკუთარი აქცია დააანონსა.

კომენტარები