16 ივნისის აქცია

ზურაბიშვილი: ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამოყვანას

ჩემთვის ორგანიზება არ ნიშნავს მიკროავტობუსებით ადამიანების ჩამიოყვანას და აქტივისტების თავმოყრას. ეს არის გამოხატვა თავისუფალი ერის თავისუფალი ხედვის, ეს უნდა ვისწავლოთ, ნელ-ნელა ვისწავლით, დარწმუნებული ვარ ამაში. და ძალიან მნიშვნელოვანია, არავინ ამას ხელი არ შეუშალოს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე. მან აქციაზე არმისვლის შესახებ მმართველი გუნდის ერთერთ არგუმენტს უპასუხა. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის დაანონსებული აქციის შესახებ თქვა, რომ "ჩვენ გვაქვს ბევრად დიდი გამოცდილება აქციებთან მიმართებით და ვიცით, როგორ არის უკეთ შესაძლებელი ადამიანების მობილიზება აქციის გარშემო. ასეთ დროს, როდესაც პრაქტიკულად ორი დღით ადრე აანონსებ აქციას, არის მაღალი რისკი იმისა, რომ ეს აქცია წარმატებით ვერ შედგეს".

კომენტარები