ევროპარლამენტის რეზოლუცია

კობახიძე: მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა შეცვალა გზავნილი, გააკრიტიკა რეზოლუცია – დავაფასებთ

მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ორ რამესთან დაკავშირებით შეცვალა საკუთარი გზავნილი. პირველი, შეიძლება ამას ვიღაცამ ანტიდასავლური რიტორიკა უწოდოს - მან თავიდანვე თავად გააკრიტიკა რეზოლუცია. თქვა, რომ ამ რეზოლუციაში ბევრი უზუსტობა იყო და უსამართლო ჩანაწერიც იყო. თქვა, რომ არ იყო სამართლიანი ეს რეზოლუცია.

მეორე, როდესაც რამდენიმე დღის წინ იყო მისი გამოსვლა ერთ სიბრტყეზე დააყენა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ თქვა, რომ ვერც სააკაშვილს, ვერც გვარამიას და ვერც ივანიშვილს ამ ქვეყანას ვერ გადავაყოლებთ. როდესაც ამბობ,რომ სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს ვერ გადავაყოლებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეს არის სამი ადამიანის ერთ სიბრტყეში დაყენება და აქაც ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გზავნილი შეცვალა, უარყო მისივე განცხადება და თქვა, რომ ერთ სიბრტყეში არ აყენებს, რაც ძალიან კარგია. ბუნებრივია, პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩვენ დავაფასებთ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე, რომელმაც ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციზაე თქვა, რომ ივანიშვილზე უზუსტობები და დაუსაბუთებელი ბრალდებებია

კომენტარები