ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ამბერ ჰერდი: ნაფიც მსაჯულებს არ ვადანაშაულებ, ფაქტობრივად მესმის მათი

Infobae

ამბერ ჰერდმა ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე NBC-თან ილაპარაკა.

"ნაფიც მსაჯულებს არ ვადანაშაულებ, ფაქტობრივად მესმის მათი. ის(ჯონი დეპი) ყველასთვის საყვარელი პერსონაჟია და ხალხს შეგრძნება აქვს, რომ იცნობს. ის ხომ ფანტასტიური მსახიობია. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ ჩემზე ან როგორ მსჯელობენ იმ ამბებზე, რომელიც ჩემს სახლში, ჩემი ქორწინების პერიოდში მოხდა. არც ვთვლი, რომ უცნობმა ადამიანებმა ასეთი ამბები უნდა იცოდნენ. ის ადამიანებიც კი, ვინც ჩემს დანაშაულში დარწმუნებულია, ვერ გამისწორებს თვალს და მეტყვის, რომ სოციალურ მედიაში ორივე მხარე თანაბრად ჩანდა". – ამბობს ჰერდი.

ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. 

ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.

გახმაურებული ვარსკვლავური სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები