საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: ჩვენთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ქვეყნის მსგავსი განვითარების ხილვა საწყენია

ჩვენ დიდი იმედი გვქონდა ამ ქვეყნის მაშინ, როდესაც კორუფციასთან ბრძოლა, საზოგადოების მოდერნიზაცია და პოლიციის რეფორმა დაიწყო, ყველაფერი ეს ახასიათებს ამ ქვეყანას და გვიმტკიცებს, რომ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოების დეპოლიტიზება მოხდეს და შესაბამის საზოგადოებად გარდაიქმნას. 2012-ში ამის მცდელობაც ჰქონდა. 

ჩვენ არამხოლოდ ფული, არამედ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ ქვეყანაში და ახლა ვხედავთ, რომ ნაცვლად იმისა, ლიდერი იყოს რეფორმებში, პროდასავლური განცხადება იფანტება ჰაერში და არის რეგრესი პრესის თავისუფლებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. იმის მაგივრად, რომ დაიცვან ჟურნალისტები, მათ თავს ესხმიან. კანონის უზენაესობის დარღვევის ძალიან თვალსაჩინო მაგალითს ნიკა გვარამიას საქმე წარმოადგენს - ეს არ არის ერთადერთი. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მეგობრები და გვწყინს მსგავსი განვითარების ხილვა.

ამბობს ევროპარლამენტარი მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში, სადაც საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე მსჯელობენ

კომენტარები