რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას იარაღს არცერთი სხვა ქვეყანა არ აწვდის იმ მასშტაბით, როგორც გერმანია – შოლცი

Michael Kappeler/picture alliance/Getty Images

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას იარაღს "სხვა ქვეყნებზე ინტენსიურად აწვდის".

ამასთან ერთად, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის გზამკვლევის მიხედვით, გერმანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის თვალსაზრისით მეხუთე ადგილზეა.

"გერმანია უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო პარტნიორია. გერმანიის მსგავსად უკრაინას იარაღს არავინ აწვდის. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასევე ბევრს აკეთებს, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ გერმანია არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც თავის შესაძლებლობებს ძალიან ფართო მასშტაბით იყენებს". - თქვა შოლცმა.

 ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. 

"ჩვენ უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე უწყვეტად ვაწვდით". - თქვა შოლცმა.

შოლცის სიტყვებით, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა.

გერმანია მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მძიმე იარაღის, მათ შორის ტანკების, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისგან თავის შეკავების გამო ზეწოლას განიცდიდა


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები