რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: გერმანია უკრაინას IRIS-T-ს საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს

Reuters

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. 

"ჩვენ უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე უწყვეტად ვაწვდით". - თქვა შოლცმა.

შოლცის სიტყვებით, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა.

"მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანია თავის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ის უკრაინას გადასცემს". - თქვა შოლცმა.

ასევე, 1 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი კიევს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს.

შეირაღების გადაცემა აშშ-ს უკრაინისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში მოხდება. 

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ის სისტემები აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალით, რომლის მეშვეობითაც რაკეტების გაშვება 80 კილომეტრის რადიუსზე იქნება შესაძლებელი.

ეს HIMARS-ის სისტემის მაქსიმალურ რადიუსთან, 300 კილომეტრთან შედარებით ბევრად მცირე მანძილია, თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყველაზე დიდი რადიუსის მქონე იარაღი იქნება, რაც ამ დროისთვის უკრაინას გადაეცა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები