რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სევეროდონეცკის დათმობას არავინ აპირებს!" – ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი

"სევეროდონეცკის დათმობას არავინ აპირებს!" - ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ ტელეგრამზე მიმართვა გამოაქვეყნა

"სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკში, ჩვენი მცველები ქალაქის მთელი ტეროტიორიისთვის იბრძვიან". - წერს გაიდაი. 

გაიდაი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ლისიჩანსკი-ბახმუტის გზას არ აკონტროლებენ, თუმცა ტერიტორიას ძლიერად ბომბავენ. მისივე სიტყვებით, უკრაინელები ამ გზას გადასაადგილებლად საფრთხის გამო არ იყენებენ. 

"რაშისტების გეგმები არ შეცვლილა, მათ "სურთ", რომ სევეროდონეცკი 10 ივნისამდე დაიპყრონ. ამ გეგმაში მათი მთლიანი ძალაა ჩართული. გარდა ამისა, ორკები კვლავ გეგმავენ მდინარე სევერსკი დონეცის გადმოკვეთას, რათა შეტევისთვის ხიდი შექმნან". - წერს ის.  

5 ივნისს სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ უკრაინელებმა სევეროდონეცკის ნახევარზე კონტროლი დაიბრუნეს. მისივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ქალაქის 70%-ს აკონტროლებდნენ, თუმცა 2 დღეში მათ უკან დაიხიეს. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები