რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარზე კონტროლი დაიბრუნეს

უკრაინის ეროვნული გვარდია

ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფომრაციით, უკრაინის  შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ. 

"რუსები ნამდვილად აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, მაგრამ ორ დღეში მათ უკან დაიხიეს,  ქალაქი ზუსტად შუაზე გაიყო. მათ ეშინიათ ქალაქში ასე თავისუფლად სეირნობის".- თქვა გაიდაიმ. 

მისივე თქმით, დამპყრობლებმა დაკარგეს დიდი რაოდენობით ჯარისკაცები,  რვა რუსი ტყვედ ჩავარდა.

გაიდაიმ განმარტა, რომ მტრის ჯარის ყველა რეზერვი მიზნად ისახავს სევეროდონეცკის და ლისიჩანსკ ბახმუტის მაგისტრალის აღებას.

ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკში ბოლო დღეების განმავლობაში ძლიერი დაბომბვა მიმდინარეობდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათი თავდაცვითი პოზიციების დაბომბვა 3 ივნისსაც გრძელდებოდა, რუსეთის სამხედრო ძალებს ქალაქზე საჰაერო იერიშიც მიაქვს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები