რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მორავიეცკი: უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ვაფორმებთ

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, უკრაინასა და პოლონეთს შორის იარაღის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ მორავიეცკიმ სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ პოლონურ ქარხანაში Huta Stalowa Wola-ში ვიზიტის დროს ისაუბრა.

"ჩვენ ვაფორმებთ იარაღის ექსპორტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრაქტს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს არის იარაღის მიყიდვა უკრაინელებისთვის". - თქვა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, ეს ის იარაღია, რომელიც უკრაინისთვის "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბრძოლის ველზე – აღმოსავლეთ უკრაინაში". მორავიეცკიმ არ დააკონკრეტა კონტრაქტის დეტალები იარაღის ტიპისა და კონტრაქტის ღირებულების შესახებ. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, საუბარია 50-ზე მეტ ჰაუბიცზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც დაახლოებით 628 მილიონ დოლარს შეადგენს.

მორავიეცკის განმარტებით, უკრაინა ზემოხსენებულ თანხას ნაწილობრივ საკუთარი ბიუჯეტიდან დაფარავს, ნაწილს კი საკუთარ თავზე ევროკავშირი აიღებს. მისივე თქმით, პოლონეთი ამ თანხის საკუთარი სამხედრო საწარმოო პოტენციალის გაფართოებას შეძლებს.

კომენტარები