როგორი უტიფარი ცინიზმია, რომ ღარიბაშვილ-კობახიძე-ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ღიად საბჭოთა წარსულის აპოლოგეტია, მისტირიან საბჭოთა კავშირს, ღარიბაშვილის არაერთი განცხადება არსებობს, სტალინს მისტირიან და ამ ბოროტმოქმედი ჯალათის აპოლოგეტები არიან, თან ილია ჭავჭავაძის სახელს იყენებენ საკუთარი შავრაზმული, პუტინისტური იდეოლოგიისთვის ზუსტად ისე, როგორც ალტინფო და დანარჩენი პუტინისტები აკეთებენ, ეგეც იყო ბოლშევიკების მეთოდი, მათთვის სრულიად მიუღებელ ფიგურასა და ოპონენტს, ისეთს როგორც ილია ჭავჭავაძე იყო, შინაარსი გამოაცალეს და მისი სახე გამოიყენეს საკუთარი პროპაგანდისთვის. სწორედ ილიას იდეების ანუ თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის საწინააღმდეგო და ამას შვებიან ახლაც ესენი.
ევროპული საქართველო
ბოკერია: ოცნება ილიას სახელს შავრაზმული, პუტინისტური იდეოლოგიისთვის იყენებს, როგორც ALTINFO
tbl.ge/616o
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიაზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ. კობახიძის თქმით, "ბერძენიშვილები, ბოკერია, სააკაშვილი, გვარამია არიან ახალი დროის ბოლშევიკები".
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




