ქართული ოცნება

კობახიძე: ბერძენიშვილები, ბოკერია, სააკაშვილი, გვარამია არიან ახალი დროის ბოლშევიკები

ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ძმები ბერძენიშვილები გააკრიტიკა. მისი თქმით, ისინი ეროვნული იდენტობის დანგრევას ცდილობენ და აგრძელებენ იმ გზას, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო. 

"მინდა ვისაუბრო იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ ხორციელდება. ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა დაანგრიონ. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხან დავით აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს, ესენი პირველ რიგში არიან ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ. ლევან ბერძენიშვილი შეიძლება გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. თუმცა, ეს არ არის ერთი ზიზღით განსმჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეროვნული იდენტობის შესარყევად უნდა შეეხონ ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის ამ ერის დიდი  წინაპრები, მისი სარწმუნოება და მისი ეკლესია. სწორედ აქედან გამომდინარე არიან ამ შეტევის მთავარი ობიექტები ჩვენი დიდი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, მას უარი უნდა ათქმევინო პირველ რიგში საკუთარ დედ-მამაზე. ეს მათ იციან და შესაბამისად, მათი სტრატეგია ძალიან მარტივია. ისინი ებრძვიან ჩვენი ქვეყნისა და ერის ფესვებს". - თქვა კობახიძემ.

აგრეთვე, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ძმებ ბერძენიშვილებს, გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას ახალი დროის ბოლშევიკები უწოდა.

"ყველამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა არის კოლექტიური დოქსოპულო და კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები, ბოლშევიკები 100 წლის წინ  უროთი ანგრევდნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის, ერის და ხალხის წინაშე". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. მათი ინფორმაციით, ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მოხდა. ორი პირი მათ სიტვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

როგორც დავით ბერძენიშვილი ფორმულასთან საუბარში იხსენებს, თავდასხმის მიზეზი მისი და სამნიძის პოლიტიკური საქმიანობა და შეხედულებები გახდა.

"სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის, ომი გინდათ? ერეკლემაც იგივე თქვა. ვინ მისცა იმის უფლება, რომ მთელი საქართველო რუსეთს ჩააბარა, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა?". - თქვა ფილოსოფოსმა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები