ალტ-ინფო

აუდიტის მიმართვის საფუძველზე პუტინისტური ალტ-ინფოს პარტია 220 000 ლარამდე დააჯარიმეს

სახელწმიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე პუტინისტური ალტ-ინფოს პარტია სასამართლომ 220 000-მდე დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს. 

უწყების ცნობით, კონსერვატიული მოძრაობის დეკლარაციებისა და მოწოდებული ინფორმაციების შესახებ აუდიტის სამსახურმა საქმის წარმოება 15 მარტიდან დაიწყო, 17 მაისს კი  სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:

  1. პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია აუდიტის სამსახურში არასწორად წარადგინა, კერძოდ, მათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გაუგზავნეს განცხადება იმის შესახებ, რომ  დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა(შემოსავალი-ხარჯი) არ ჰქონიათ, თუმცა  ოფისების დიდი ნაწილი  სწორედ დეკემბერში გაიხსნა.
  2. შემოწირულებების დამალვა- კერძოდ, არაფულადი შემოწირულების დამალვა. პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს.  ასევე პარტია  რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა.  ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია.

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქალაქო სასამართლომ 3 ივნისს დააკმაყოფილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სარჩელი და პარტიას დამალული თანხის სამმაგი ოდენობის გადახდა დაეკისრა - 217 482 ლარი. 

პუტინისტი კონსტანტინე მორგოშია TV პირველთან ამბობს, რომ ჯარიმის გადახდის პრობლემა პარტიას არ აქვს, თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. 

"პარასკევს გამოგვიტანეს ეს ჯარიმა. დაახლოებით 220 ათასი ლარია. ზუსტად არ მახსოვს. გამოგვიტანეს, თითქოს არასწორი ხარჯისთვის თუ რაღაც... ყველაფერი ჩანდა. ერთადერთი რაც იყო რემონტთან დაკჯავშირებით, რომელიც ზოგმა მეიჯარემაც გაარემონტა, რავიცი, თავისით და შარი მოგვდეს, მოკლედ რომ ვთქვა... ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუნქიონირება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა. თუმცა, გავასაჩივრებთ მაინც და თუ ბოლობოლო თუ გამოიტანენ ამის გადახდის საბოლოო ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩილებით კანონს".- ამბობს მორგოშია. 

კომენტარები