დიდი ბრიტანეთი

კონსერვატიული პარტია ჯონსონისადმი ნდობის საკითხს წყვეტს

ბორის ჯონსონი
Financial Times

კონსერვატიულ პარტიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღეს გაიმართება. ბრიტანეთის მმართველ პარტიაში ჯონსონის "წვეულების სკანდალის" გამო დეპუტატთა ნაწილი ბრიტანეთის ლიდერის უფლებამოსილებას ეჭვქვეშ აყენებს

კონსერვატიული პარტიის წესების თანახმად, პარტიის 15%-ის მოთხოვნა საკმარისია უნდობლობის დასაყენებლად. უნდობლობის საკითხის დადგომის შემდეგ,  ბორის ჯონსონის უფლებამოსილების შეჩერებისთვის კონსერვატორთა უმრავლესობა - 180 დეპუტატია, საჭირო. 

10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მარტინ რეინოლდსმა მთავრობს რეზიდენციის 100-ზე მეტი თანამშრომელი რეზიდენციის ბაღში 20 მაისისთვის "სოციალური დისტანციის დაცვით" წვეულებაზე მიიწვია. მოსაწვევ წერილში ნათქვამი იყო, რომ სტუმრებს საკუთარი ალკოჰოლური სასმელი უნდა მიეტანათ. 

წვეულება მაშინ ჩატარდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ლოკდაუნი იყო დაწესებული, აკრძალული იყო ხალხმრავალი შეკრებები. ნებადართული იყო მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა ღია სივრცეში. სამუშაო შეხვედრები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო.

ჯონსონმა 2020 წლის 20 მაისს მთავრობის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხდა. იმ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შეკრებაზე მკაცრი შეზღუდვები იყო დაწესებული.

კომენტარები