რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბელარუსში, საზღვართან რუსი სამხედროები სარაკეტო კომპლექსებით დგანან

ისკანდერის სისტემა

უკრაინის გენერალურუ შტაბის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან განლაგებული არიან რუსეთის ფედერაციის სამხედროები, რომლებიც შეიარაღებული არიან Искандер-М-ისა და Панцирь-С1-ის სარაკეტო სისტემებით.

ამას გარდა, უკრაინის გენშტაბი წერს, რომ ნახსენები სისტემების გარდა განლაგებულია С-400-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და ტაქტიკური და ოპერაციული თვითმფრინავები. 

ომის პირველ ფაზაში რუსეთის ფედერაციამ ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე, კიევის მიმართულებით თავდასასხმელად გამოიყენა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები