საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი: ბევრი ოპოზიციური პარტია გვყავს ქვეყანაში, მხოლოდ პარლამენტში 9 პარტიაა

პოლარიზაცია ყველგანაა. საქართველოს პოლიტიკა ემოციებით არის გაჯერებული. ჩვენ ვცდილობთ დეესკალაცია მოვახდინოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ პოლარიზაცია. მიმაჩნია, რომ დღეს საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური გარემო, პოლიტიკური სტაბილურობა გვაქვს. ასევე გვაქვს ეკონომიკური სტაბილურობაც, კარგი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა – გასულ წელს 10.4 პროცენტით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 14.4 პროცენტიანი ზრდა ვაჩვენეთ.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ყველგანაა და მათი დანიშნულება მთავრობის კრიტიკაა, რაც საკმაოდ ნორმალური რამ გახლავთ. ბევრი ოპოზიციური პარტია გვყავს ქვეყანაში. მხოლოდ პარლამენტში 9 პარტიაა. ბევრი ოპოზიციური სატელევიზიო არხი მუშაობს ქვეყანაში და ზოგადად, მედიასივრცე ძალიან დივერსიფიცირებულია.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, GLOBSEC 2022-ის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები