ნიკა გვარამიას საქმე

მდინარაძე გვარამიას საქმეზე: არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს

არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს. შევეკამათები გინდათ პრეზიდენტს, გინდაც იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას.

მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით - არასწორი და სწორი დრო სამართალწარმოებაში, ამ ტერმინების შემოტანა თავად არასწორია და რატომ – ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რომ რაღაც გზებით ვცადოთ ან სასამართლოსთან, ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ "იცი რა, შენი ჭირიმე, ახლა არასწორი დროა და მოდი, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო" – ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია.

სხვათაშორის, სულ ამას გვსაყვედურობენ ხოლმე ჩვენი მომხრეებიც, სუბიექტური რაკურსით რომ შევხედოთ - რა დროს ეგაა, რათ გინდოდათ ახლა ეს. მე რათ მინდოდა, კაცო, სასამართლომ გამოიტანა რაღაც გადაწყვეტილება, პროკურატურამ იშუამდგომლა, დაუკმაყოფილა, ან არ დაუკმაყოფილა და მე რათ მინდოდა? 

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე.

კომენტარები