ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 2 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.31 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.14 თეთრით. 2 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0076 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.2163 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3.03 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი - 3.26 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 3.00 ლარია, 1 ევროსი - 3.22 ლარი. 

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისი-1 ივნისის პერიოდში ეროვნული ვალუტა დოლართან 17 თეთრით, ხოლო ევროსთან - 20 თეთრით გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები