რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ირლანდიის სენატი

პირველ ივნისს, ირლანდიის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. ინფორმაციას სენატორი, მარკ დალი Twitter-ზე ავრცელებს.

"რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი ქმედებები გენოციდის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომლებიც გენოციდის დანაშაულის აღკვეთისა და დასჯის შესახებ კონვენციაშია განსაზღვრული. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრა არის გენოციდი".  - ნათქვამია რეზოლუციაში.

11 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. ასევე, 21 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. ამასთან ერთად, 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ტერორიზმს შეადარა. მისი თქმით, ომის დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

კომენტარები