კრიმინალი

15 წლის მოზარდის მკვლელობის მცდელობისთვის ასევე არასრულწლოვანი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ასევე არასრულწლოვანი, 2006 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ გ.გ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა" - აცხდებს შსს.

თბილისში, სამგორის რაიონში მოზარდი გუშინ, 30 მაისს დაჭრეს. მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა. 

კონფლიქტში მონაწილეობდნენ 74-ე სკოლის მოსწავლეები და ინციდენტიც სკოლის მიმდებარედ მოხდა. 

კომენტარები