რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ელცინის სიძე პუტინის მრჩევლის თანამდებობას ტოვებს – REUTERS

რუსეთის ოფიციალური პირები და ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ოჯახის წევრები ესწრებიან ელცინის დაკრძალვის ცერემონიას 
REUTERS/ITAR-TASS/PRESIDENTIAL PRESS SERVICE (RUSSIA)/File Phot

Reuter-ის ინფორმაციით, ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

იუმაშევი არაანაზღაურებადი მრჩეველი იყო, რომელსაც პუტინის გადაწყვეტილებებზე შეზღუდული გავლენა ჰქონდა. თუმცა, გამოცემის შეფასებით, მისი წასვლა პუტინის ადმინისტრაციის ელცინის მმართველობასთან კიდევ უფრო დაშორებაა, ბოლო კავშირის გაწყვეტაა.

მარტში ანატოლი ჩუბაისმა - ელცინის პერიოდის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. ომის გამო თანამდებობაზე, ასევე, უარი თქვა გაეროში რუსეთის მისიის დიპლომატმა. 

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა და იუმაშევმა Reuter-სთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კომენტარები