რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: ვშიშობ, პუტინი დონბასში ნელ, თუმცა საგრძნობ პროგრესს აღწევს

ბორის ჯონსონი
AP

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის დონბასის რეგიონში ნელ, თუმცა საგრძნობ პროგრესს აღწევს. 

"ვშიშრობ, რომ პუტინი როგორც საკუთარი, ასევე რუსი სამხედროების დიდი მსხვერპლის ფასადაც კი განაგრძნობს დონბასის რეგიონის განადგურებას.

ეს პროცესი ნელია, მაგრამ ვშიშობ, წინსვლა შესამჩნევია და ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ  უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა განვაგრძოთ". - თქვა კონსონმა Bloomberg-თან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევებმა, შესაძლოა, ეს რეგიონი დაუსახლებელი გახადოს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, უკრაინას წინ აქვს დონბასისთვის ბრძოლის "ძალიან მძიმე თვე".

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები