რუსეთის არმიის უმცროსმა ოფიცერმა, დმიტრი კრიუჩკოვმა თანამებრძოლებს მშრალი საკვების კომპლექტები მოპარა.
კრიუჩკოვი სამხედრო პოლიციამ დააკავა და სასამართლოს გადასცა. სამხედრო მოსამსახურე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 40 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
სასამართლო ოქმის მიხედვით კრიუჩკოვმა მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცების 23 კომპლექტი მიითვისა.
მსგავსი შემთხვევა რუსულ არმიაში უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ერთ-ერთმა ოფიცერმა სამხედრო ნაწილის კუთვნილებაში არსებული 34 ძროხა გაყიდა.