რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ ვიცი, როგორ უნდა იმართლოს თავი სინდისის წინაშე - ბართლომე I პატრიარქ კირილზე

მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი

მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდაჭერის გამო, მართლმადიდებელ ქრისტიანებს იმედები გაუცრუა.

"ყველა ეკლესიისთვის უკრაინაში ომისა და ძალადობის არდაგმობა შეუძლებელი იყო, რუსეთის ეკლესიამ კი იმედები გაგვიცრუა. მე არ მინდა, რომ რუსეთის ეკლესია და პატრიარქი კირილე ამ გამონაკლისში შედიოდნენ. მე არ ვიცი, სინდისის წინაშე თავის გამართლებას როგორ შეძლებს.

[...] ველოდებოდი, რომ ძმა კირილე კრიტიკულ ვითარებაში სიმტკიცეს გამოიჩენდა და თუ საჭირო იქნებოდა, თავის ტახტს მსხვერპლად გაიღებდა და პუტინს ეტყოდა: ბატონო პრეზიდენტო, ვერ დაგეთანხმებით და უნდა გადავდგე". - თქვა მსოფლიო პატრიარქმა ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 24 მაისს თქვა, რომ რუსეთის აგრესია ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

კომენტარები