ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჩერგოლეიშვილი: გვინდა მივაღწიოთ რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის საერთაშორისო აღიარებას

ამ ექსპოზიციით ჩვენ გავხსენით კამპანია რუსეთის მიერ ქართველების გენოციდის აღიარებაზე. ზოგადად, მე მიმაჩნია, რათა კარგად შევაფასოთ აწმყო, ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მეგობარი, გვჭირდება, რომ გავიაზროთ წარსული. არ ვთვლი, რომ გააზრებული გვაქვს, რაც ჩვენს მოქალაქეებს თავს გადახდათ. იმისთვის, რომ ჯანსაღ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მათი ტანჯვა...

გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიაროს ეს ყველაფერი, რადგან თუ 10 წლის წინ ეს ყველას შეუძლებლად მიაჩნდა, რადგან რუსეთის გენოციდში დადანაშაულება საერთაშორისო საზოგადოებას არ მოესურვებოდა, დღეს ვხედავთ, რომ უკრაინის თავგანწირვამ ეს ვითარება შეცვალა. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით ვისარგებლოთ და ჩვენი თანამემამულეების ტანჯვაც რუსეთის მიერ გენოციდად შეფასდეს და მორჩეს ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი.

თქვა ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების (VES) დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ექსპოზიცია ბუჩამდე იყო აფხაზეთის გახსნაზე.

კომენტარები