დროა

ხოშტარია: რა უნდა გააფუჭოს ოპოზიციამ კობახიძეზე მეტი, რომელიც ევროპარლამენტარებს ლანძღავს

რა უნდა გააფუჭოს ოპოზიციამ იმაზე მეტი, ვიდრე ირაკლი კობახიძის ლანძღვაა ევროპარლამენტარების მიმართ, ანუ იმ ინსტიტუტის წარმომადგენლების მიმართ, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? ამაზე მეტი რა უნდა გააფუჭოს ოპოზიციამ, როდესაც კითხვარში წერია, ჟურნალისტებს ხომ არ იჭერთო, და შენ იჭერ. რა უნდა გააფუჭოს იმაზე მეტი, როცა გეუბნებიან, რომ ძალადობა ცუდია და შენ ალტ-ინფოს ხელს უწყობ. რა უნდა გააფუჭო იმაზე მეტი, როდესაც კითხვარში წერია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი რომ არ არის, რა ვქნათო და შენ აგრძელებ ამ სასამართლოთი მანიპულირებას. ამის პასუხი მათ მიიღეს ამერიკისგან, როდესაც კონკრეტული მოსამართლე ვერსად ვერ წავიდა ამ განაჩენის შემდეგ.

ამიტომ, საქმის კეთების ბერკეტები არის ხელისუფლების ხელში, ისინი ამ საქმეს აფუჭებენ და ოპოზიცია ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს, არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი ამ არალეგიტიმური დაჯგუფების გამო. ქართული ოცნების ხელში ჩვენ ვერ გავხდებით ევროპული სახელმწიფო. საბოლოო ჯამში ოცნება უნდა წავიდეს. ამ წასვლის გზა არის სანქცია, ამ წასვლის გზა არის ზეწოლა...

დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას TV პირველის წამყვანმა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ნათქვამთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საბოტაჟს უწყობს. 

კომენტარები