ნიკა გვარამიას საქმე

დავითულიანი: სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები მონიტორინგს არ უწევენ

ნიკა გვარამიას ადვოკატებს უფლებამოსილება გააჩნიათ, რომ წავიდნენ და სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ ზემდგომ ინსტანციაში, ხოლო შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. ვნახავთ, ამ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ექსპერტიზას გაივლის თუ არა ეს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები მონიტორინგს არ უწევენ, ეს ჩვენი საქმე არ არის.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კომენტარები