ნიკა გვარამიას საქმე

წულუკიანი: არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს

არ შეიძლება ერთმა სისხლის სამართლის საქმემ, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა და არა როგორც სახალხო დამცველს ჰგონია, რომ ამ საქმეში სისხლის სამართალი საერთოდ არაფერ შუაშია, ამ სისხლის სამართლის საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს, ან ვინმე მისცეს იმის უფლება, რომ ეს ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს. თუმცა, არიან უცხოელების ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ და უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, რომ ქართველ ხალხს მიყიდოს თავის თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი, თვით ევროპა და თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, NATO და ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. ეს არის უცხოელების პატარა ჯგუფი.

ამბობს ვიცეპრემიერი და კულტურის მინისტრი TV იმედის ეთერში მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე და ამასთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე.

კომენტარები