NATO-საქართველო

კანდელაკი: შეხვედრაზე ღარიბაშვილის პრიორიტეტი სურათის გადაღება და ხელის ჩამორთმევა იყო

ტრაგიკული არის ის, რომ მაშინ, როცა ასეთი შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება საქართველოს წინაშე, ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ საქართველო ამ ომის კონტექსტში პოზიციონირებს, როგორც რუსეთის სატელიტი, არ ძრავს NATO-ში გაწევრიანების საკითხს. 

ეს ასევე დადასტურდა შეხვედრაზე, [სტოლტენბერგს] დილით რომ კოვიდი ჰქონდა და საღამოს აღარ ჰქონდა, ამ შეხვედრაზე. დადასტურდა იმით, რომ ღარიბაშვილის პრიორიტეტი არის უბრალოდ სურათის გადაღება და ხელის ჩამორთმევა. ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებშიც არაფერი არ უთქვამს საქართველოს პრემიერმინისტრს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხის დასაძრავად. 

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი. გუშინ, 18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგსა და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმდა. გაუქმების შემდეგ ოცნების წევრები ამბობდნენ, რომ მიზეზი სტოლტენბერგის ჯანმრთელობა იყო, თუმცა საღამოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღარიბაშვილი სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა

კომენტარები