საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 253.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ დოლარია (+32.8%), ხოლო იმპორტი - 3 666.2 მლნ დოლარი (+33.7%).

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან იმპორტში 66% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.03 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ
დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132 მლნ. აშშ დოლარით (8.3%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-აპრილში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 337.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2% შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 319.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7%). ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%).

კომენტარები