რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის აზრით, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება. ამის შესახებ მან FACEBOOK-ზე მადრიდში NATO-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით დაიწერა.

"რუსეთი მრავალი თვალსაზრისით ემზადება გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის. ომი გადადის გაჭიანურებულ ფაზაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ხერსონის რეგიონში, ზაპოროჟიეს ოლქში, რუსი დამპყრობლები აქტიურად ახორციელებენ საინჟინრო სამუშაოებს იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გადავიდნენ თავდაცვაზე".- წერს მინისტრი. 

რეზნიკოვი აღნიშნავს, რომ ბელარუსის ჯარები ახორციელებენ აქტიურ მანევრებს უკრაინის საზღვართან, რაც აიძულებს უკრაინის არმიას სარეზერვო ძალები მოაბილიზოს იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვი აიძულებს მინსკს უკრაინაში შემოჭრას. 

"ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვსურს დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გაჭიანურების საშუალებას. ამიტომ, ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით".- თქვა მანს.

რეზნიკოვს სურს, რომ ალიანსმა უპასუხოს კითხვაზე, რა მომავალს ხედავს უკრაინაში.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები