ნიკა გვარამიას საქმე

ომბუდსმენი პრეზიდენტს მოუწოდებს, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი. ომბუდსმენი ამბობს, რომ ნიკა გვარამია მსჯავრდებულია იმის გამო, რაც არც ქვეყნის კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს.

"ამის მტკიცებულებები გვაქვს, ამაზე გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა, რომ თუ პირის მიმართ განაჩენი დადგა იმის გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მან ეს საკითხი განიხილოს". - ამბობს ნინო ლომჯარია.

მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები