მიუხედავად იმისა, რომ დაპატიმრების შემთხვევაში შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს არ მიმართოთო, თქვა ნიკა გვარამიამ, ეს უკვე არ არის მხოლოდ მისი პირადი საკითხი. ამ უგუნური გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული გაწევრიანების პერსპექტივა. სალომე ზურაბიშვილი არის პასუხისმგებელი ქვეყნის საგარეო კურსზე. კეთილი ინებოს და სანამ გვიან არ არის, მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ნუ გააჯანჯლებს, როგორც წინა შემთხვევებში, ნუ დაელოდება ზეწოლას ევროპისაგან და ამერიკისაგან. მერე გვიან იქნება.
tbl.ge/6072
დაკოპირდა

ენმ-ს დეპუტატი, რომან გოცირიძე მთავარი არხის გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიაზე, რომელსაც სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამავე თემაზე
- გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
- გვარამიას საქმის მოსამართლე: ვისწავლოთ სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემა
- დეგნანი: აშშ მიესალმება ნიკა გვარამიას შეწყალებას, ეს საქმე თავიდანვე პრობლემატური იყო
- გვარამია: მთავარ არხს აღარ ვუხელმძღვანელებ, თუმცა დავეხმარები კრიზისიდან გამოსვლაში
- გვარამია: ბოდიშს ვუხდი პრეზიდენტს ამ ვიდეოებისთვის – საძაგლობაა