ნიკა გვარამიას საქმე

მელია გვარამიას პატიმრობაზე: ექნება შესაბამისი რეაგირება დასავლელი მეგობრების მხრიდან

ეს განაჩენი არ გამოუტანია მოსამართლეს და არც სასამართლოს, ვინ გამოიტანა განაჩენი, ჩემზე კარგად იცით, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება მას პირადად.

მაგრამ აქ საკითხი არ დგას ასე, რომ მას რომ ძვირად დაუჯდება, ეს ვიღაცას შვებას მოგვრის.

ქვეყანას და სახელმწიფოს უჯდება ძვირი ფასის გადახდა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის გზაზე როცა ქვეყანა სახელს ითქვამს პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდით, ეს არის ის, რაც აბრკოლებს და აფერხებს საქართველოს გაწევრიანებას დიდ ევროპულ ოჯახში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი ადეკვატური რეაქცია და რეაგირება ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან.

ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები