ნიკა გვარამიას საქმე

სარჯველაძე გვარამიაზე: არ მგონია, ვინმესთვის პოლიტიკურ დევნაზე საუბრის მიზეზი არსებობდეს

მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს მიზეზი ვინმესთვის, რომ განაცხადოს და ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. პოლიტიკურად სენსიტიური არის, იმიტომ რომ ფაქტია, ბოლო პერიოდში ბატონი გვარამიას მოღვაწეობა ბოლო ხანებში არა, უკვე დიდი ხანია, რომ თავისი შინაარსით არის არა ჟურნალისტური, არამედ პოლიტიკური აქტიურობა, შესაბამისად ეს პოლიტიკურ სენსიტიურობას განაპირობებს, მაგრამ სენსიტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლია ვინმეს ხელაღებით ისაუბროს, მოცემულ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნაზე. 

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, რომელსაც მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

კომენტარები